თომას ბახი - ოლიმპიადის გადატანა 11 ათასი სპორტსმენის ოცნებას დაამსხვრევს
თომას ბახი - ოლიმპიადის გადატანა 11 ათასი სპორტსმენის ოცნებას დაამსხვრევს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სიტუაციას.

„არ შეიძლება ასე უბრალოდ ოლიმპიადის სხვა დროისთვის გადატანა. ეს არ არის საფეხბურთო მატჩი, რომელიც უახლოეს შაბათს უნდა გაიმართოს, – მოჰყავს ბახის სიტყვები SWR-ს. – ეს ძალიან რთული პროცესია, რომელსაც ძალიან წონადი არგუმენტებით უნდა მივუდგეთ. 24 საათისა და კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ვაანალიზებთ ყველა შესაძლებლობას. თამაშების გადატანა დაამსხვრევს 206 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენისა და ლტოლვილთა გუნდის ოცნებას“.