საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცმა თომას ბახმა ჟურნალისტებთან სატელეფონო პრესკონფრენციის დროს განაცხადა, რომ ოლიმპიადის 2021 წლისთვის გადადების გადაწყვეტილების მიღებას სრულებით არ ნანობს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა მინდინარე წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის გამო იაპონიის მთავრობამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს დიდი სპორტული ფორუმი ერთი წლის ვადით გადადეს.
„არანაირი სინანულის გრძნობა არ გამაჩნია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. იაპონია ყველანაირად მზად იყო ამ დიდი ზეიმის სამასპინძლოდ, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ამ რთული გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მოგვიხდა“, – განახცადა ტომას ბახმა.
ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის ნახევარ მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.