ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები შეძლებენ 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ NBA-ის რეგულარული ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ახალ წლამდე დაიწყება. კერძოდ, დასახელდა 22 ნოემბერი. ვარაუდობენ, რომ თითოეული გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში 72 მატჩს ჩაატარებს.
„კარგი ამბები გავიგეთ. NBA-ის კომისარმა მიაღწია შეთანხმებას მოთამაშეთა ასოციაციასთან, რომ ახალი სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება. ეს საშუალებას მისცემს მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებს, მონაწილეობა მიიღონ ტოკიოს ოლიმპიადაში. ეს სურდათ მოთამაშეებსაც და ოლიმპიურ მოძრაობასაც“, – განაცხადა ბახმა.
„ტოკიო 2020“ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიტანეს და 2021 წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.