თომას ბახი მოწოდებით გამოვიდა - საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვან ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც ემიჯნებიან უკრაინაში აგრესიას #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენები, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინაში რუსულ აგრესიას, დაშვებულნი უნდა იყვნენ საერთაშორისო ტურნირებზე.
„სამხედრო მოქმედებები რუს სპორტსმენებს ნამდვილად არ დაუწყიათ. ისინი, ვინც დისტანცირებულნი იყვნენ ამ მოვლენებისგან, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობა მიიღონ ტურნირებში. ჩვენი მიზანია – დავაბრუნოთ სპორტსმენები რუსული პასპორტით, რომლებიც მხარს არ უჭერენ სამხედრო ოპერაციას. მაგრამ ეს რთულია“, – მოჰყავს ბახის სიტყვები იტალიურ გაზეთს Corriere della Sera-ს.
28 თებერვალს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა – არ მიიწვიონ საკუთარი ეგიდით გამართულ ტურნირებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.