ტომას ბახი - კიბერსპორტში ძალადობის პროპაგანდაა და ოლიმპიადის პროგრამებში ვერ ჩავრთავთ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია კიბერსპორტს ოლიმპიადის პროგრამაში არ ჩართავს. მიზეზად მან ამ სახეობაში ძალადობის და სისასტიკის პროპაგანდა დაასახელა.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევიყვანოთ ოლიმპიადის პროგრამებში ის, რაც პროპაგანდას უწევს ძალადობას და დისკრიმინაციას. მე ვსაუბრობ, ასე ვთქვათ, „სროლებზე“, ჩვენი აზრით ისინი საერთოდ არ ექვემდებარება ჩვენს წარმოდგენას ოლიმპიადის ფასეულობების შესახებ. რა თქმა უნდა, ბრძოლის ნებისმიერი სახეობა შეიქმნა ადამიანთა შორის რეალური შებრძოლების საფუძველზე, თუმცა სპორტი – ეს არის ჩხუბის ცივილიზებული გაგება. თუ კიბერსპორტში აუცილებელია ვიღაცის მოკვლა, მაშინ ეს სპორტი ვერ იქნება ოლიმპიურ სახეობად ვერ ჩაითვლება“ – ამბობს ბახი.