თომას ბახი - ჩვენს გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი გავლენა უკრაინაში არსებულ მდგომარეობას აქვს #1TVSPORT
თომას ბახი - ჩვენს გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი გავლენა უკრაინაში არსებულ მდგომარეობას აქვს #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ილაპარაკა იმის შესახებ, რატომ მოუწოდებდა მისი ორგანიზაცია სპორტულ ფედერაციებს უკრაინაში ომის გამო რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან ჩამოშორებისკენ.

„ხშირად გვეკითხებოდნენ – რა მოვიმოქმედეთ მაშინ, როცა ომი იყო ავღანეთში, სირიაში, იემენში, მალიში, ეთიოპიაში და კიდევ სხვაგან?

კრიზისი ბევრგან იყო. პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ოლიმპიური ზავის დარღვევის გაუგონარი შემთხვევა. ჩვენ მივიღეთ დაცვის ამგვარი ზომები იმის გამო, რომ მსოფლიოს რეაქცია სხვა კონფლიქტებზე არ ყოფილა ისეთი, როგორც უკრაინაში რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ოლიმპიური ღირებულებებისა და ტურნირების შენარჩუნებას.

ჩვენი ოლიმპიური ღირებულებები ითვალისწინებს მშვიდობიან კონკურენციას ყველა ქვეყნის სპორტსმენებს შორის. ეს არის ნებისმიერი დისკრიმინაციის დაძლევისა და მიუღებლობის მაგალითი. მშვიდობისკენ მოწოდებას რეალური ფასი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მომდინარეობს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ მშვიდობა ან გააჩნდეთ აზრთა სხვადასხვაობა.

ჩვენ დავსჯით მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ჩვენ არ გამოვიტანთ სანქციებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ მთავრობის მოქმედებების გამო, თუ კომიტეტის ლიდერები არ უჭერენ მას მხარს. არც ერთი ჩვენთაგანი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ჩვენი მთავრობის მოქმედებების გამო.

ჩვენ ვსარგებლობთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათ შორის მათთვის, ვისაც ეს ეხება – ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ლაპარაკია მათ დაცვაზე, მათ დახმარებაზე. მათი მდგომარეობა გადამწყვეტია“, – განაცხადა Insidethegames-სთან.