საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ტოკიოში 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველყოფისთვის. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამუშავებენ სტრატეგიას იმისთვის, რომ კორნავირუსის პანდემიის ფონზე, თამაშები მაქსიმალურად უსაფრთხო პირობებში ჩატარდეს.
„ჩვენ მივყვებით პრინციპს, რომელსაც აქამდე მუდმივად გამოვიყენებდით, კერძოდ, ესაა მომავალ ზაფხულს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების უსაფრთხო პირობებში ორგანიზება. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გვექნება მნიშვნელოვანი და ინტენსიური დისკუსიები COVID 19-ის წინააღმდეგ სხვადასხვა სცენარით კონტრნაბიჯების გადასადგმელად.
წარმოდგენა არ გვაქვს, როგორი იქნება სამყარო ხვალ, ამიტომაც შეუძლებელია ვიცოდეთ, რა გველის 316 დღის შემდეგ. ეს ყველა ჩვენთაგანისგან მსხვერპლსა და კომპრომისებს მოითხოვს. თუ საჭირო იქნება კარანტინი თამაშების მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, მოგვიწევს ამ ნაბიჯზე წასვლა.
უნდა მოვემზადოთ ბევრნაირი სცენარისთვის. არ ვიცით, როგორი იქნება გარემო. განვიხილავთ სოციალური დისტანცირების ვარიანტს, გარდა ამისა, არსებობს ბევრი სხვა საკითხი.
ყურადღებით ვადევნებთ თვალს ექსპრეს-ტესტების შექმნას, ეს მართლაც გაამარტივებს მომზადებას. ასევე დამაიმედებელი სიახლეები გვესმის ვაქცინებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერმა თავისი როლი უნდა ითამაშოს“, – განაცხადა ბახმა.