ტოკიოში პარალიმპიადა 2020 საზეიმოდ გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში პარალიმპიადა 2020 საზეიმოდ გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პარალიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. სამსაათიან ცერემონიალზე ვიხილეთ თანამედროვე ეფექტები, თვალწარმტაცი შოუ, ყველა მონაწილის მოფრიალე დროშები….

პარალიმპიადაში 136 ქვეყნის 44 000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სპორტსმენები. საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს ქართველი სპორტსმენების ყველა ასპარეზობას, ასევე ოლიმპიადის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას სხვადასხვა სახეობაში.

ქართული დელეგაცია შეჯიბრებაში 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, რომელთაგან ყველაზე ადრე, 25 აგვისტოს პარალიმპიადაში პარამოფარიკავეები ჩაერთვებიან.

25 აგვისტო

პარაფარიკაობა

​ირმა ხეცურიანი (ხმალი), ნინა თიბილაშვილი (ხმალი)

27 აგვისტო

პარაძიუდო

ზურაბ ზურაბიანი (60 კგ), გიორგი გამჯაშვილი (66 კგ)

28 აგვისტო

პარაფარიკაობა

​ირმა ხეცურიანი (რაპირა), ნინა თიბილაშვილი (რაპირა), გვანცა ზადიშვილი (რაპირა)

პარაძიუდო

​გიორგი ქალდანი (73 კგ)

პარაწოლჭიმი

აჰმად რაზმ აზარი (80 კგ)

29 აგვისტო

პარაფარიკაობა

​გუნდური პირველობა (რაპირა)

პარაძიუდო

​რევაზ ჩიკოიძე (+100), ინა ქალდანი (+70)

30 აგვისტო

პარაწოლჭიმი

აკაკი ჯინჭარაძე (+107)

პარასროლა

​ლადო ჭინჭარაული (10 მეტრზე სროლა პნევმატური შაშხანით)

1 სექტემბერი

პარასროლა

ლადო ჭინჭარაული (10 მეტრზე სროლა პნევმატური შაშხანით (დახლზე დაყრდნობით))

პარაცურვა

​ნიკა თვაური (100 მეტრი ბრასით)

პარამძლეოსნობა

​დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)

4 სექტემბერი

პარასროლა

ლადო ჭინჭარაული (R9 კატეგორია, 50 მეტრზე სროლა)