ტოკიოში ოლიმპიადაზე ორი კორეა გაერთიანდება
ტოკიოში ოლიმპიადაზე ორი კორეა გაერთიანდება

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისა (ჩრდილოეთ კორეა) და კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები განიხილავენ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებზე ერთიანი გუნდით გამოსვლის შესაძლებლობას. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სხვადასხვა სპორტის ფედერაციებთან განიხილავს ორი კორეის განაცხადებას. ეს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციების სამმხრივ შეხვედრაზე მიიღეს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს კორეის ერთობლივი გუნდის მონაწილეობას ბალახის ჰოკეიში (ქალები), კალათბურთში (ქალები), ძიუდოსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში.

გარდა ამისა, განიხილავენ სპორტის სხვა სახეობებში ერთობლივი გუნდით გამოსვლის შესაძლებლობას.