ტოკიოს თამაშებზე ზოგიერთი ტურნირი უმაყურებლოდ ჩაივლის #1TVSPORT
ტოკიოს თამაშებზე ზოგიერთი ტურნირი უმაყურებლოდ ჩაივლის #1TVSPORT

ტოკიოს თამაშებზე ოლიმპიური ტურნირების ნაწილის ჩატარება მაყურებლების გარეშე ან ტრიბუნების დაბალი შევსებადობის პირობებში იგეგმება, – იტყობინება გამოცემა Nikkan Sports.

წყაროს ცნობით, ამ სიაში შეიძლება მოხვდეს საკალათბურთო ტურნირის ნაწილი, რომელიც არა ტოკიოში, არამედ საიტამას მეზობელ პრეფექტურაში ჩატარდება. რაც შეეხება ლიმიტს, ზოგიერთ სტადიონზე მაყურებლების წინასწარ გამოცხადებული რაოდენობა, შესაძლოა, ორჯერ შემცირდეს – 10 ათასიდან ხუთი ათასამდე.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.