ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება #1TVSPORT

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა ყველა სპორტულ ობიექტზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა მინისტრმა ტამაე მარუკავამ, რომელიც პასუხისმგებელია ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩატარებაზე.

მაყურებელს არ დაუშვებენ სტარტებზე, რომელიც გაიმართება იაპონიის დედაქალაქის რეგიონში, სადაც შედის ტოკიოს, კანაგავას, საიტამასა და ტიბას პრეფექტურები. ადრე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ესიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო სიტუაციის შემოღების შესახებ გამოაცხადა. ამის მიზეზია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა. რვა ივლისის მდგომარეობით, იაპონიის დედაქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში დარეგისტრირებულია დაინფიცირების 920 შემთხვევა – ეს ივნისის ბოლოს დაფიქსირებულ რიცხვზე ორჯერ მეტია.

საგანგებო სიტუაციის რეჟიმი 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე გაგრძელდება. ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება.