ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენების დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა  #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენების დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა  #1TVSPORT

ტოკიოს ზაფხულის თამაშების ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ინფიცირებულია ორი სპორტსმენი. ეს ინფორმაცია „ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დაადასტურა.

სულ ინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს 10 ადამიანს, მათ შორის ერთი უცხოელი ჟურნალისტია. ცხრა მათგანი 14-დღიან კარანტინში იმყოფება.

აღნიშნავენ, რომ დადებითი აღმოჩნდა სამი უცხოელი სპორტსმენის ტესტი, მაგრამ მხოლოდ ორი ცხოვრობს ოლიმპიურ სოფელში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან რვა აგვისტომდე გაიმართება.