ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორები საკუთარ თავს თავად დააჯილდოებენ #1TVSPORT

09:56, 16.07.2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოების ცერემონიისას თავად მოირგებენ მედლებს.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, პრიზიორებს ლანგრით მიართმევენ მედლებს და სპორტსმენები თავად დაიჯილდოებენ საკუთარ თავს. ამასთან, ადამიანს, რომელიც კვარლცხბეკთან მედლებიან ლანგარს გამოიტანს, დეზინფიცირებული ხელთათმანები ეცმევა, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

პრიზიორები პოდიუმზე დამცავი ნიღბებით იდგებიან.

მსგავსი