იაპონიის მთავრობა 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ისე გეგმავს, რომ არ გამოაცხადებს აუცილებელ პირობად სპორტსმენებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაციას. ამის შესახებ დაწერა Japan Today-მ იაპონიის მთავრობის პრესმდივნის კაცუნობუ კატოს განცხადებაზე დაყრდნობით.
„ჩვენ განვიხილავთ კომპლექსური ზომების შემოღებას უსაფრთხო და დაცული თამაშების ჩასატარებლად, თუნდაც ამისთვის ვაქცინაცია არ იყოს აუცილებელი პირობა“, – განაცხადა კატომ.
ამასთან, ოლიმპიადის ორგანიზატორები ითხოვენ, რაც შეიძლება მეტმა სპორტსმენმა გაიაროს ვაქცინაცია ტოკიოში გამგზავრების წინ.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.