2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბიში 12-12 მამაკაცთა და ქალთა ნაკრები ითამაშებს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მსოფლიოს რაგბის კავშირთან ერთად, უკვე დაამტკიცა რაგბიში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრი საკვალიფიკაციო მატჩების განრიგი. ოლიმპიადის საგზური იაპონიის 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებებმა, როგორც მასპინძელი ქვეყნის გუნდებმა, ავტამოტურად მიიღეს. დარჩენილი 11 საგზური კი შემდეგი სქემით გათამაშდება:
– 4 საუკეთესო ნაკრები 2018/2019 მსოფლიოს სერიების შედეგად შეირჩევა
– 6 ნაკრები აფრიკის, აზიის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის, ოკეანეთის და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო გუნდებით დაკომპლექტდება
– 1 დარჩენილი საგზურისთვის კი რეგიონალურ გათამაშებაში მე-2 მე-3 ადგილზე გასული ნაკრებები იბრძოლებენ
ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირი 27 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.
შვიდკაცა რაგბი ოლიმპიურ სახეობად 2009 წლის 9 ოქტომბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 121-ე სესიაზე 81 მით 8 წინააღმდეგ იქნა მიღებული. პირველი საცდელი ტურნირი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბიში 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა. ამჯერად კი უკვე 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბი პროგრამაში ოფიციალურად არის შეტანილი.