ტოკიოს ოლიმპიადაზე მუგურუსამ და ნადალმა, შესაძლოა, მიქსტში ითამაშონ
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გარბინე მუგურუსამ გამოთქვა სურვილი – ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიქსტში ითამაშოს რაფაელ ნადალთან ერთად. ამის შესახებ 27 წლის ჩოგბურთელმა იმ ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც 2021 წელს თავის მიზნებზე ილაპარაკა.
„ჩემი მიზნები 2021 წელს? მოვიგო „დიდი სლემის“ ოთხივე ტიტული, ოლიმპიური მედალი და ვითამაშო ტოკიოს ოლიმპიადის მიქსტში რაფაელ ნადალთან ერთად“, – განაცხადა მუგურუსამ.
უნდა აღინიშნოს, რომ მუგურუსასა და ნადალს უნდა ეთამაშათ 2016 წლის ოლიმპიადაზე შერეულ წყვილებში, მაგრამ ბოლო მომენტში წყვილმა გადაიფიქრა.