საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი რიჩარდ პაუნდი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა გადაიდოს.
„თუ საჭირო გახდება, ოლიმპიადის ჩატარების საკითხი ორი თვით ადრე უნდა გადაწყდეს, – ციტირებს პაუნდის სიტყვებს АР. – აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, პროდუქტების მომარაგება, ოლიმპიური სოფლის გახსნა, სასტუმროების მომზადება.
სხვა ქვეყანაში ჩატარების მცდელობა კი ტურნირის გადადებას ნიშნავს. ეს ახალი ომია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
როცა დრო მოახლოვდება ჩვენ გვკითხავენ: „სიტუაცია საკმარისად ექვემდებარება კონტროლს, შევძლებთ ტოკიოში გამგზავრებას?“
შეგახსენებთ, რომ იაპონია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.