იაპონელი სკოლის მოსწავლეების მიერ შერჩეულ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების თილისმებს ასევე სკოლის მოსწავლეებმა ულვე სახელები დაარქვეს.
ოლიმპიადის ლურჯ-თეთრ თილისმას მირაიტოვა ჰქვია, პარალიმპიადის თეთრ-წითელ თილისმას- სომეიტი.
სახელების და იერის გარდა ორივე პერსონაჟს საკუთარი ისტორია აქვს, ხოლო მათი შექმნის შთაგონების წყაროდ იაპონური ფოლკლორი გამოიყენეს.
მირაიტოვას სახელი ორი იეროგლიფის – „მომავალისა“ და „მარადიულობის“ შერწყმის შედეგად წარმოიშვა.
პარალიმპური თამაშების თილისმის სახელი – სომეიტი კი აყვავებული საკურას ერთ-ერთი სახეობიდან მოდის.
ორივე თილისის საცხოვრებელი როგორც ციფრული, ისე რეალური სამყაროა და ისინი სამყაროს შორის ინტერნეტის დახმარებით გადაადგილდებიან.