ტოკიო 2020 | ამერიკელი ნიჩბოსანი რუსი სპორტსმენების წარმატებაზე - საშინელი სანახავია #1TVSPORT
ამერიკელმა ნიჩბოსანმა მეგან კალმომ ნეგატიურად ისაუბრა რუს სპორტსმენებზე, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიან.
„საშინელი სანახავია ის, რომ გუნდი, რომელიც აქ არ უნდა იყოს, ვერცხლის მედალს იგებს. საერთო ჯამში, იმედგაცრუებული ვარ სიტუაციით და თანავუგრძნობ სხვა სპორტსმენებს, რომლებიც ფინალში გამოდიოდნენ“, – დაწერა „ტვიტერში“ კალმომ.
ამერიკელს მხედველობაში ჰყავდა ვასილისა სტეპანოვა და ელენა ორიაბინსკაია, რომლებმაც აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.