ტოკიო 2020 | საქართველოს ძიუდოისტთა და ძალოსანთა ნაკრებების მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის  #1TVSPORT
ტოკიო 2020 | საქართველოს ძიუდოისტთა და ძალოსანთა ნაკრებების მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარსდგება.

ჩვენი ქვეყნის გუნდის შემადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ბირთვი ძიუდოსა და ძალოსნობის ნაკრებებია, რომელთაგან უმაღლესი სინჯის მედლებს ველით.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალოსნობისა და ძიუდოს ნაკრებების მზადების ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა.

საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი აქტიურად ვარჯიშობს და ოლიპიური თამაშებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

ძიუდოს ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე ყველა წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი, ქალთა გუნდში 2 სპორტსმენი იასპარეზებს.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი სტარტს 24 ივლისს აიღებს და 30 ივლისს დასრულდება.

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე:

სპორტსმენები – ლუხუმ ჩხვიმიანი – 60 კგ, ვაჟა მარგველაშვილი – 66 კგ, ლაშა შავდათუაშვილი – 73 კგ, ტატო გრიგალაშვილი – 81 კგ, ლაშა ბექაური – 90 კგ,  ვარლამ ლიპარტელიანი – 100 კგ, გურამ თუშიშვილი + 100 კგ, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი – 52 კგ, ეთერ ლიპატელიანი – 57 კგ.

მწვრთნელები – ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ამბაკო ავალიანი, ლომერ ჟორჟოლიანი, გიორგი თენაძე.

სამედიცინო პერსონალი – ოლიმპიური ნაკრები გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, დიმიტრი ბაღათურია, ავთანდილ თელია, გიორგი მგელაძე, რუსლან ღიბრაძე.

საქართველოს ძალოსნობის ოლიმპიური ნაკრები იაპონიაში იმყოფება და აქტიურად ემზადება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის.

ძალოსნობის ოლიმპიური ტურნირი 25 ივლისს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე:

სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე +105კგ, ანტონი პლესნოი 96 კგ, გოგა ჩხეიძე 67 კგ, შოთა მიშველიძე 61 კგ.

მწვრთნელები – გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე.

სამედიცინო პერსონალი – ოლიმპიური ნაკრები გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, გიორგი ჭინჭარაული, რუსლან ღიბრაძე.