პირველად საქართველოში, 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ტოკიო 2020 – პარალიმპიადას შესთავაზებს.
პარალიმპიადაში 136 ქვეყნის 44 000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ათლეტები. საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს ქართველი სპორტსმენების ყველა ასპარეზობას, ასევე ოლიმპიადის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას სხვადასხვა სახეობაში.
„საქართველოს პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერა, რისთვისაც ყველა პლატფორმის პროდუქტს ვიყენებთ და არაერთ პროექტს ვახორციელებთ. უმნიშვნელოვანესად ვთვლით ტოკიო 2020 -პარალიმპიადის მაყურებლამდე მიტანას, სადაც ქართველი სპორტსმენები ასპარეზობენ და მათ საგულშემატკივროდ საზოგადოება სწორედ პირველ არხზე გაერთიანდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიიდან გამომდინარე – ემსახუროს თითოეულ მოქალაქეს – პარალიმპიადის შესყიდვა და ტრანსლირება უმნიშვნელოვანესი გზავნილია უკეთესი, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.