ტოკიო 2020 | ლეგენდარული ტედი რინერი ლაშა ბექაურს - ვიცი, რომ ტრავმა გაწუხებდა, გიჟი ხარ [ვიდეო] #1TVSPORT
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, ლეგენდარული ტედი რინერი საქართველოს ნაკრების წევრებთან მივიდა და მხიარული, გულითადი საუბარი გააბა.
„როგორ ხარ ჩემო მეგობარო? ხვალ საქართველოში მოვდივარ!“, – ტოკიოდან პირველ რიგში რინერმა ზაზა კედელაშვილი მოიკითხა.
მალევე ტოკიო 2020-ის გამარჯვებული ლაშა ბექაურიც გამოჩნდა და ძიუდოისტებს შეუერთდა. ბექაურის შესახებ რინერს უთხრეს, რომ ლაშას მიზანია, ოლიმპიადა ოთხჯერ მოიგოს.
ფრანგმა გოლიათმა ბექაურს უთხრა:
„ეს რთული საქმეა. გაკვირდებოდი, ძლიერი კაცი ხარ, გიჟი! ვიცი, რომ სერიოზული ტრავმა გაწუხებდა და ამიტომაც ვთქვი – გიჟი ხარ!“.