ტოკიო 2020 | ლაშა გობაძე პირველ შეხვედრაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობენ.
ლაშა გობაძე პირველ წრეში გამოცდილ უზბეკ მოჭიდავეს რუსტამ ასაკალოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 5:6 დამარცხდა. ასაკალოვის ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველ სპორტსმენს შანსი ექნება ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლოს, რისი შანსებიც დაბალია.
შეგახსენებთ, რომ რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდა და სენსაციურად, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87კგ) თავის პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.