ტოკიო-2020-ის ვებგვერდზე კურილის კუნძულების ნაწილი იაპონიის შემადგენლობაშია გამოსახული
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მარშრუტის განყოფილებაში განთავსებულია რუქა, რომელმაც, შესაძლოა, დიდი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს.
სამხრეთ კურილიის პატარა კუნძულები – იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და სხვა, რომლებიც რუსეთს აქვს მისაკუთრებული, რუქაზე აღნიშნულია, როგორც იაპონიის ტერიტორია.
კურილის კუნძულების ნაწილი საკამათო ტერიტორიაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იაპონიამ კაპიტულაციის შემდეგ დაკარგა ეს ტერიტორიები, მაგრამ ახლა ისევ იბრძვის მათზე უფლების დასაბრუნებლად.