ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენთა რაოდენობას შეამცირებს
ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენთა რაოდენობას შეამცირებს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აპირებენ იმ სპორტსმენთა რაოდენობის შემცირებას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში.

გამოცემა Yomiuri-ის ინფორმაციით, თავდაპირველი გეგმით, გახსნას უნდა დასწრებოდა 200 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი. კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი მათი რიცხვის შემცირებას აპირებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვარაუდით, გახსნის ცერემონიას დაახლოებით ექვსი ათასი სპორტსმენი ესტუმრება.

ამ ხერხით ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სტადიონზე ქვეყნების აღლუმისას, მოლოდინის ზონაში დიდი რაოდენობით ხალხის შეკრებას აიცილებენ თავიდან და ხელს შეუშლიან ვირუსის გავრცელებას.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.