ტოკიო 2020 | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ოლიმპიადაზე გამოსვლას იწყებენ - იაკობ ქაჯაია 06:00 საათიდან იასპარეზებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ოლიმპიადაზე გამოსვლას იწყებენ - იაკობ ქაჯაია 06:00 საათიდან იასპარეზებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია იასპარეზებს. ჩვენი სპორტსმენი პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდება.

ქაჯაია ოლიმპიადის საწყის შეხვედრაში წარმატებული გამოსლის შემთხვევაში, მეორე წრეში რუს სიმიონოვსა და ეგვიპტელ მოჰამედს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიო-2020 კარიერაში მეორე ოლიმპიადა იქნება. ქართველმა ფალავანმა 2016 წელს რიოში იასპრეზა, სადაც მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. მან ოლიმპიური ლიცენზია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნურ-სულთანში მოიპოვა. იაკობი შესანიშნავ ფორმაშია და ტოკიოში მისგან ყველა წარმატებულ გამოსვლას ელოდება.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ექვსი ოლიმპიური წონიდან მხოლოდ ოთხში მოახერხეს ლიცენზიების მიღება, მაგრამ უდიდეს ფორუმზე გამომსვლელი ოთხივე მოჭიდავე კარგ ფორმაში იმყოფება და საქართველოსთვის მედლების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ქართველი სპორტსმენები ტოკიოში 1-4 აგვისტოს იასპარეზებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 96 მოჭიდავე. გათამაშდება მედლების 6 კომპლექტი (60 კგ; 67 კგ; 77 კგ; 87 კგ; 96 კგ; 130 კგ.) წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 06:00 საათზე, ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 2 აგვისტოს გაიმართება.