ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა გიორგი თოხაძემ (51კგ) და გიორგი ჩხიკვაძემ (60კგ), წმინდად მოიგეს მეორე წრის შეხვედრები და ფინალურ შეხვედრებს ჩაატარებენ.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება.
დღესვე, ტყვიით მსროლელები ნინო ხუციბერიძე და კანადელი ბრაიან ვან კუკი, საერთაშორისო შერეულ წყვილებში პლეი ოფში გავიდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ისინი 740 ქულით მე-11 ადგილზე დასჯერდნენ.