თოფურიას და ვოლკანოვსკის ორთაბრძოლის თარიღი ცნობილია - ილია ჩემპიონის ქამარს უახლოვდება #1TVSPORT
თოფურიას და ვოლკანოვსკის ორთაბრძოლის თარიღი ცნობილია - ილია ჩემპიონის ქამარს უახლოვდება #1TVSPORT

UFC-ის მოქმედი ჩემპიონი კიდევ ერთ კავკასიელს შეხვდება – ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებას დიდი ხანია, როგორც ქართველი, ასევე შერეული ორთაბრძოლების ყველა გულშემატკივარი მთელი მსოფლიოდან ელოდება.

ილია თოფურია (14-0) გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონობისთვის მოემზადება, დაუპირისპირდება რა ლეგენდარულ ვოლკანოვსკის (26-3).

 

View this post on Instagram

 

A post shared by El Matador (@iliatopuria)

ქართველისა და ავსტრალიელის ორთაბრძოლა 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე გაიმართება.

დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 24 ივნისს ჯოშ ემეტთან გამართა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (50-44, 50-42, 49-45) დაამარცხა.