ტოდიბო „ბარსელონადან“ „ბენფიკაში“ გადაბარგდა
ტოდიბო „ბარსელონადან“ „ბენფიკაში“ გადაბარგდა

ცენტრალურმა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ „ბარსელონა“ დატოვა და „ბენფიკას“ რიგებს შეუერთდა, – იუწყება ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

კატალონიური გრანდის 20 წლის ფრანგი ლეგიონერი „ბენფიკაში“ იჯარის წესით გადავიდა და გუნდში 2020/21 წლების სეზონს გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ბენფიკამ“ დაცვის ცენტრალური ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. ტოდიბოს გარდა, ლისაბონური კლუბის ღირსებას იან ვერტონგენი (ტოტენჰემიდან) და ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტიდან) დაიცავენ.