ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუს მოუგო.
ჰარუ ბაშოს მე-12-ე დღეს ლევან გორგაძემ ტურნირზე აქამდე დაუმარცხებელ იოკოძუნა კაკურიუს აჯობა. კაკორიუს ტოჩინოშინთან შეხვედრამდე 11:0 ჰქონდა ბალანსი და ბაშოს მოგების მთავარი ფავორიტია. ამასთან ერთად , ის ოსაკას სუპერტურნირზე ერთადერთი მოქმედი იოკოძუნაა.
12 შეხვედრაში მე-8-ე გამარჯვების დაფიქსირების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა ოფიციალურად გაინაღდა დადებითი ბალანსი და სეკივაკეს ტიტულს შეინარჩუნებს. ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე კიდევ 3 შეხვედრა აქვს გასამართი.
პროგრამა მინიმუმის (დადებითი ბალანსი) შესრულების შემდეგ, ლევან გორგაძის მიზანი ოძეკის თანრიგისკენ სვლა უნდა იყოს,რისთვისაც ქართველს ტურნირზე დარჩენილი ორთბრძოლების მოგება ძალიან წაადგება.