ჰარუ ბაშუს მე-8 დღეს ტოჩინოშინი მიტაკეუს დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება გაიფორმა.
რვა დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 6 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. მან ზედიზედ 4 ბრძოლის მოგება მოახერხა.
ერთით დაბალ, ჯურიო დივიზიონში ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელსაც ასევე 6 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. გაგამ ამჯერად ამინიშიკი დაამარცხა.
ბაშოს დასრულებამდე შვიდი დღეა დარჩენილი.