ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე
ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით წინ უდანაკარგოდ მიიწევს.

ამჯერად ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იყო. ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა. თავდაპირველად უპირატესობა ტამავაშიმ მოიპოვა, მაგრამ ლევანმა რთული მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა და მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა.

ამრიგად, ტოჩინოშინის ბალანსი 4/0 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ამ ტურნირზე 10 მოგება ესაჭიროება.

თითოეული მებრძოლი სულ 15 ბრძოლას მართავს.