ტოჩინოშინის მეორე მარცხი (ვიდეო)

14:43, 14.03.2018

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე დღეს მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს შეხვდა, რომელიც მისთვის უხერხული მეტოქეა. ამ ბრძოლამდე ისინი ერთმანეთს სამჯერ შეხვედროდნენ და ტოჩინოშინს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა მეტოქე დამარცხებული.

ორთაბრძოლა ტოჩინოშინის უპირატესობით დაიწყო და მეტოქის დოჰოიდან გაყვანასთან ახლოს იყო, თუმცა წონასწორობა დაკარგა და პირველი თავად წაიქცა. ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსზე ორი გამარჯვება და ორი მარცხია.

ჯურიოს დივიზიონში თავისი ბრძოლა მოიგო გაგამარუმ.

 

 

მსგავსი