ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი მაეგაშირა შოდაი იყო. იოკოძუნა კაკორიუსთან გუშინდელი გამარჯვების და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) მოპოვების შემდეგ ლევან გორგაძის მიზანი ტურნირზე რაც შეიძლება მეტი გამარჯვების მოპოვებაა, თუმცა დღეს მეტოქე უფრო მოტივირებული აღმოჩნდა.
შოდაიმ, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს გასანაღდებელი, ტოჩინოშინს არაფერი დაუთმო, შეჯახების დროს კარგად დაუდგა, შეტევაც მოიგერია და საბოლოოდ იორიკირით მოახერხა ქართველი სეკივაკეს დამარცხება.
ჰარუ ბაშოს დასრულებამდე 2 დღით ადრე ლევან გორგაძეს 8 გამარჯვება და 5 მარცხი დაუგროვდა. ეს იმას ნიშნავს რომ ტოჩინოშინი სეკივაკეს პრესტიჟულ თანრიგს შეინარჩუნებს. ჯურიოს დივიზიონში დამარცხდა მეორე ქართველი მებრძოლი თემურ ჯუღელი- გაგამარუ. მისი მეტოქე ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორი, 20 წლის იაპონელი ტაკაგენჯი იყო. გაგამარუს ბალანსი 7:6-ზე დაუფიქსირდა.
შესაბისად დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან მას მინიმუმ 1-ის მოგება სჭირდება დადებითი ბალანსის მისაღწევად