ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი მებრძოლის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა, ტამავაში იყო, რომელთანაც ლევანს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატეაობა ქონდა – 12:4-ზე.
ტოჩინოშინმა მონღოლი სეკიტორის დამარცხება ამჯერადაც მოახერხა. მეტოქემ ქართველის წინააღმდეგ თავდაცვითი პოზიცია აირჩია, თუმცა დოჰიოზე დიდხანს ვერ გაძლო. ლევან გორგაძემ ტამავაში მოძრაობაზე დაიჭირა და ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მე-3-ე გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ რომ ტურნირზე 10 მოგების დაფიქსირების შემთხვევაში ტოჩინოშინი სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე აინაცვლებს და ოძეკის პრესტიჟულ წოდებას მიიღებს