ტოკიოში მიმდინარე წლის მესამე სუპერტურნირის მე-6 დღეს ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე დარჩა. ტოჩინოშინი კარიერაში პირველად შეხვდა მე-3 მაეგაშირა იუტაკაიამას და მეტოქის სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად ბრძოლა ეფექტური ილეთით დაასრულა. ლევანმა ბაშოზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში სუპერტურნირს.
შეჯიბრის მე-6-ე დღეს პირველად დამარცხდა სუმოს მოქმედი ლეგენდა, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო. მისი დოჰიოდან განდევნა სუმოს ამომავალმა ვარსკვლავმა, აბიმ მოახერხა.
ბაშოს დასრულებამდე მებრძოლებს კიდევ 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. ტოჩინოშინს ოძეკის პრესტიჟული წოდების მისაღებად კიდევ 4 გამარჯვება სჭირდება , თუმცა მისი ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია