TN Deportivo - არგენტინა გვარდიოლას 10 მილიონს შესთავაზებს ნაკრებში მუშაობისთვის
TN Deportivo - არგენტინა გვარდიოლას 10 მილიონს შესთავაზებს ნაკრებში მუშაობისთვის

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას სურს, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე სამპაოლი “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა, ესპანელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეცვალოს.

ასოციაცია მზად არის, პეპს 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმოს კონტრაქტი და წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ წერს TN Deportivo-ს ჟურნალისტი პაბლო ჩეკინი. ხელფასის ნახევარს ასოციაცია გადაიხდის, მეორე ნახევარს – არგენტინის ნაკრების სპონსორი.

თუ შეთანხმება გვარდიოლასა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას შორის მართლაც შედგა, ეს იქნება მეორე შემთხვევა ისტორიაში და პირველი 1934 წლის შემდეგ, როდესაც არგენტინას უცხოელი დამრიგებელი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ალბისელესტე ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით მერვედფინალიდან გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს.