საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშულ ინფორმაციას საქართველოს საქართველოს უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილი რუსთაველი სპორტსმენი ვროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.