ტიტულის დაკარგვის საფრთხე - ქეცბაიას „ანორთოსისი“ პირველ ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 0:2 დამარცხდა და ტიტულის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.
გიორგი ლორია სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია. თემურ ქეცბაიას თასზე ხშირად მის კონკურენტებს სცდის, საქართველოს ნაკრების მეკარეს კი კვიპროსის ჩემპიონატში, ფაქტობრივად, შეუცვლელად ათამაშებს.
განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს ნიქოზიაში გაიმართება და მასპინძელი „ომონია“ იქნება. შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის თასს 2021 წელს დაეუფლა და წელსაც ფინალში გასვლას იმედოვნებდა, მაგრამ საკმაოდ დასუსტებულ ჩემპიონთან, რომელიც საჩემპიონო ექვსეულშიც ვერ მოხვდა, პირველ ცდაზე ვერაფერს გახდა.
მეორე ნახევარფინალში ლარნაკას აეკ-მა ახნასის „ეთნიკოსს“ უმასპინძლა და ისიც დამარცხდა – 1:2. ორ წყვილში გამარჯვებული ერთმანეთს კვიპროსის თასისთვის 25 მაისს დაუპირისპირდება.