პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუთიძემ ნახევარფინალში უკრაინელი სერჰი კრივჩაჩი დაამარცხა და ‘თითქმის ქართულ’ ფინალში თამაზ კირაკოზაშვილთან იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სრულად ქართული ფინალის შანსიც არსებობს. ამისათვის ლაშა შავდათუაშვილმა ჰოლანდიელი სემ ვესტენდე უნდა დაამარცხოს, ფრიდონ გიგანმა კი ირანელი მოჰამად მოჰამადი.
ფინალური შეხვედრების პიდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.