ტიტემ ნეიმარი შემადგენლობაში არ დაასახელა
ტიტემ ნეიმარი შემადგენლობაში არ დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ იმ მოთამაშეთა სია წარადგინა, რომლებიც რუსეთთან და გერმანიასთან ამხანაგური მატჩებისთვის არიან გამოძახებული. გუნდში არ არის ნეიმარი, რომელმაც “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში ტრავმა მიიღო და მაისში დაუბრუნდება მოედანს.

მეკარეები – ალისონი (“რომა”, იტალია), ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ნეტო (“ვალენსია”, ესპანეთი);

მცველები – მარსელო (“რეალი, ესპანეთი), დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ყველა – “პარი სენ-ჟერმენი”), ფილიპე ლუიში (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ფაგნერი (“კორინთიანსი“), პედრო ჟერომელი (“გრემიო”), როდრიგო კაიო (“სან პაულუ”);

ნახევარმცველები – კაზემირო (“რეალი, ესპანეთი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), ანდერსონ ტალისკა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), პაულინიო, ფილიპე კოუტინიო (ორივე – “ბარსელონა”, ესპანეთი), რენატო აუგუსტო (“ბეიჟინგ გოანი“, ჩინეთი);

ფორვარდები – გაბრიელ ჟესუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი), დუგლას კოშტა (“იუვენტუსი”, იტალია), ტაისონი (“შახტარი”, უკრაინა), ვილიან ჟოზე (“სოსიედადი“, ესპანეთი).

ბრაზილიის ნაკრები 23 მარტს, მოსკოვში შეხვდება რუსეთს, ხოლო გერმანიასთან მატჩი 27 მარტს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.