საქართველოს საკალათბურთო „სუპერლიგაში“ დღის ბოლო შეხვედრა დასრულდა. „რუსთავმა“ „ტიტებს“ უმასპინძლა და ხუთ ქულიანი სხვაობით 81-86 დამარცხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდში საუკეთესო 25 ქულით ილია ლონდარიძე გამოდგა. რუსთაველთაგან კი 34 ქულით თავი დარილ ბრაიანტმა გამოიჩინა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
საკალათბურთო „სუპერლიგაში“ მეშვიდე ტური ხვალ ორი შეხვედრით დასრულდება – 16:00 საათზე „ოლიმპი“ „ქუთაისს“ შეხვდება, 18:30 საათზე კი „ბათუმი“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს.