ტიტე ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ოთხი წელი დარჩება
ტიტე ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ოთხი წელი დარჩება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი გააგრძელა, – წერს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური გვერდი. ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ეს კონტრაქტი იმას ნიშნავს, რომ 57 წლის მწვრთნელი ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატისთვისac მოამზადებს, რომელიც 2022 წელს ყატარში გაიმართება. მსოფლიოს წლევანდელ პირველობაზე ბრაზილიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ბელგიის ნაკრებთან წააგო.

ტიტე ბრაზილიის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 26 მატჩიდან ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა 20 მოიგო.