ტირასპოლის „შერიფმა“ ვლადიმერ მამუჩაშვილის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ვლადიმერ მამუჩაშვილი ბათუმის „დინამოს“ დატოვების შემდეგ კარიერას ტირასპოლის „შერიფში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას მოლდოვური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
მამუჩაშვილი 7 წლიდან „იბერიის“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა და მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი 11 წლის წინ, 2013 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მეორე ლიგაში, ხობის „კოლხეთთან“ (4:1) ჩაატარა, მაშინ ის 16 წლის იყო.
2018 წელს, „იბერიაში“ გატარებული 14 წლის შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც საკვანძო მოთამაშე გახდა. პირველ სეზონში გუნდს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. 2021-22 წლების სეზონში, კონფერენს ლიგის სამივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი გაიტანა. ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. 2023 წლის წლის ბოლოს ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
წელს მამუჩაშვილმა ბათუმელთა მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და აგვისტოს დასაწყისისთვის რვა გოლით გუნდის ბომბარდირი იყო. ზაფხულში კი „დინამოდან“ წასვლა გადაწყვიტა.
მამუჩაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 5 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ შედგა.