„ტირანა“,„სარაევო“ და „დუნაისკა სტრედა“ - კონფერენსლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
„ტირანა“,„სარაევო“ და „დუნაისკა სტრედა“ - კონფერენსლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში 2023/24 წლების კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

ერთადერთი განთესელი ქართული გუნდი ბათუმის „დინამო“ გახლდათ და წინასწარ იყო ცნობილი, რომ შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდებოდა, მაგრამ სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი შეხვდა.

„ტირანა“ – ბათუმის „დინამო“
ქუთაისის „ტორპედო“ – „სარაევო“
„დუნაისკა სტრედა“ – გორის „დილა“

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 და 20 ივლისს გაიმართება. წყვილში პირველად დასახელებული გუნდი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.