„ტირანას“ მწვრთნელი - „ტორპედომ“ გოლი დასაწყისშივე გაიტანა და ამან ჩვენზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა #1TVSPORT
„ტირანას“ მწვრთნელმა ბლედი შკემპიმ ქუთაისის „ტორპედოსთან“ შინ 0:1 წაგების შემდეგ, ტელეკომპანია RTSH-ის ეთერში იმედგაცრუება ვერ დამალა, რომ ქუთაისში მიღწეული შედეგით (1:1) ვერ ისარგებლეს.
„პირველ მატჩში დადებითი შედეგით ვერ ვისარგებლეთ და გავვარდით, რაც ძლიან საწყენია. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, მაგრამ სწრაფმა გოლმა გეგმები კიდევ უფრო აგვირია და პირველივე წუთებიდან ფსიქოლოგიურად მოვიშალეთ.
თამაშამდე მცველებს ვუთხარი, რომ ყურადღებით ეთამაშათ „ტორპედოს“ თავდამსხმელის, ბიორნ იონსენის წინააღმდეგ, მაგრამ ნორვეგიელმა გოლი მაინც გავიტანა, გადამწყვეტი მეტოქის უფრო მაღალი კლასი აღმოჩნდა. ჩვენც შეგვეძლო გაგვეტანა, თუმცა იღბალი დაგვაკლდა.
მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად ვითამაშეთ, კარგი მომენტებიც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, ეს შედეგი არაა ჩვენი ზღვარი, სამწუხაროდ, ფეხბურთელები თამაშისთვის 100%-ით მზად არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა „ტირანას“ მწვრთნელმა.