თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს 2022 წელს ძალიან ბევრი გამარჯვება და წარმატება ჰქონდა #1TVSPORT
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი არხი ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას აშუქებს.
„ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. გავაშუქეთ უამრავი სპორტული ღონისძიება. რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას 2022 წელს ჰქონდა ძალიან ბევრი გამარჯვება და წარმატება, რისი ასახვაც საქართველოს პირველი არხის ეთერში ჩვენ ძალიან კარგად მოვახერხეთ, ამით ვარ საოცრად ამაყი.
პირველად საქართველოში ვაჩვენეთ ქალთა შორის რაგბის მსოფლიო თასისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟები და ამით ვამაყობთ. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია და მგონია, რომ უმნიშვნელოვანესია. ეს შეჯიბრებები პირდაპირ ეთერში ბევრ ქვეყანას არ ჰქონია.
უხერხულია ჩემგან სპორტის ექსპერტობა, მაგრამ 2022 წელს განსაკუთრებული იყო წყალბურთელების წარმატება, რომელსაც მთელი არხი ძალიან ვგულშემატკივრობდით“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.