თინათინ ბერძენიშვილი - იმედია, ზაზა დარასელის თასს წელსაც პირველი არხი მოიპოვებს #1TVSPORT
5 ნოემბერს, გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტულ კომპლექსში, მინიფეხბურთში ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი იწყება.
„ვიწყებთ ზაზა დარასელის სახელობის ყოველწლიურ ტურნირს. მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად, ამ ტურნირის ორგანიზება შევძელით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველი არხის გუნდი ყოველთვის გამოირჩევა თავისი კარგი თამაშით. იმედია, წელსაც პრიზს სწორედ პირველი არხი მოიპოვებს“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.
ცნობილი ტელეჟურნალისტის სახელობის ტურნირი ოცდამეერთედ იმართება და მასში, ტრადიციულად, სხვადასხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ტურნირი საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდება. ფინალური მატჩი 9 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.