ტიმო ვერნერი „ლაიპციგის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
ტიმო ვერნერი „ლაიპციგის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ტიმო ვერნერი საფეხბურთო კლუბ „ლაიპციგის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თავდამსხმელმა, რომელიც მომავალი სეზონიდან ლონდონის „ჩელსიში“ ითამაშებს, ბუნდესლიგის 34-ე ტურში „აუგსბურგთან“ დუბლი შეასრულა, რითაც თავისი მონაგარი 94 გოლამდე გაზარდა და წინა რეკორდსმენს, დანიელ ფრანს (93) გაუსწრო. ამისთვის ვერნერს 159 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ვერნერი „ლაიპციგში“ 2016 წელს „შტუტგარტიდან“ გადავიდა და ტრანსფერის თანხამ მაშინ 14 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მონაწილეობა ბუნდესლიგის 34 მატჩში მიიღო და 28 გოლის ავტორი გახდა.

„ჩელსიმ“ მასში 54 მილიონი ევრო გადაიხადა.