„ლესტერის“ ნახევარმცველი იური ტილემანსი, დიდი ალბათობით, კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს.
როგორც გამოცემა Voetbal Primeur წერს, 25 წლის ბელგიელი კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ შეიცვლის.
წყაროს ცნობით, ტილემანსმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან. მისი მოქმედი ხელშეკრულება „ლესტერთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში ბელგიელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.